ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის მარეგულირებელმა უწყებამ "გუგლი" 5 მილიარდით დააჯარიმა


ევროკავშირის მონოპოლიის მარეგულირებელმა ორგანომ კომპანია "გუგლი" 5 მილიარდით დააჯარიმა ბაზარზე მისი დომინანტური პოზიციის საკუთარი სარგებლისთვის გამოყენების გამო.

მარეგულირებლის თქმით, ანდროიდის სისტემა, რომელზეც მსოფლიოს „სმართფონების“ 80 პროცენტი მუშაობს, "გუგლის" პროდუქციას აძლევს უპირატესობას, იქნება ეს აპლიკაციები თუ საძიებო სისტემა.

ჯარიმა "გუგლის" მშობელი კომპანიის „ალფაბეტ ინკ“-ის ორკვირიან შემოსავალს უდრის.

აღნიშნულმა, შესაძლოა, გაამძაფროს ამერიკასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ომი, მიუხედავად იმისა, რომ რეგულატორის ხელმძღვანელმა უარყო ანტი-ამერიკული ტენდენციების გავლენა გადაწვეტილებაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG