ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირში ოფიციალური დოკუმენტებისთვის „ციფრული საფულის“ სისტემა ამოქმედდება


ევროკავშირმა, „ციფრული აიდი საფულის“ შესახებ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. „ციფრული აიდი საფულე“, გააერთიანებს ყველა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის საშუალებით მოქალაქეებს დოკუმენტებზე წვდომა, ნებისმიერ დროს, ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში ექნება.

ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, რომ „ციფრული საფულე“ სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია იქნება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეინახონ საიდენტიფიკაციო ელექტრო ფორმები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები. როგორიცაა მაგალითად, - მართვის მოწმობა, სამედიცინო რეცეპტები და სკოლის დიპლომები.

ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ეს სიახლე საყოფაცხოვრებო საკითხების მარტივად მოგვარებაში შეუწყობს ხელს. ვესტაგერმა იქვე განმარტა, რომ ამ „საფულით“ სარგებლობა სავალდებულო არ იქნება. ამასთან, მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, რა ტიპის დოკუმენტები დაამატონ თავიანთ „ციფრულ საფულეში“.

ამგვარ ტექნოლოგიას უკვე იყენებს ევროკავშირის წევრი 14 ქვეყანა. მისი გაფართოების შესახებ წინადადება კი უფრო ფართო გეგმის ნაწილია. ბლოკის მიზანია, 2030 წლისთვის ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეს, ცუფრული სამედიცინო ისტორია ჰქონდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG