ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგი: რუსეთი ადამიანის უფლებებს არღვევს


ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს შენობა სტრასბურგში

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "ასოშეითიდ პრესი" ავრცელებს.

სტრასბურგის მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, კრემლის მხრიდან ლგბტ თემისთვის მიტინგების მოწყობის თაობაზე აკრძალვის გაგრძელება ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს. მოსამართლეები მოსკოვს "სისტემური ზომების გატარებისკენ" მოუწოდებენ, რათა მან აღარ დაარღვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია. საერთაშორისო დეკლარაციას ხელი რუსეთის ფედერაციამ 1996 წელს მოაწერა.

სასამართლო აცხადებს, რომ შეუძლებელია ლგბტ თემის მიერ მოწყობილი საჯარო ღონისძიებების აკრძალვის გამართლება იმ მოტივით, რომ ეს საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს. ევროპელ მოსამართლეებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მთავრობა შეკრების თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებას არღვევს.

დისკრიმინაციის თაობაზე საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსმა აქტივისტებმა, ქვეყნის 7-მა მოქალაქემ შეიტანა. მომჩივნებს არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ კრემლი მოსამართლეების გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს და შესაბამის ზომებს გაატარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG