ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთი ევროპული კანონების ჩასანაცვლებლად კანონზე მუშაობს


დიდი ბრიტანეთი კანონმდებლობაზე მუშაობს, რომელიც ლონდონს ევროკავშირის არსებული კანონების გადაკეთების საშუალებას მისცემს.

ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ ხანგრძლივ პროცესში, რომელიც ათწლეულებით დამკვიდრებული ევროპული კანოების ჩანაცვლების პროცესს უძღვის წინ. ერთი წლის წინ, დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კენჭისყრით გადაწყდა ევროკავშირის დატოვება.

კანონების განახლების შიდა პროცესის მიღმა, დიდ ბრიტანეთსა და ევრობლოკს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბლოკიდან გასვლის პირობების შესათანხმებლად. მოლაპარაკებების პროცესი, სავარაუდოდ, 2019 წლის მარტში დასრულდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG