ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ


ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ

ევროკავშირმა ირანული ნავთობის შეძენაზე სანქციები დააწესა და ამასთან გაყინა ირანის ცენტრალური ბანკის აქტივები. დასავლეთი ამით ცდილობს ზეწოლა განახორციელოს ირანზე, რათა ამ უკანასკნელმა შეაჩეროს თავისი წინააღმდეგობრივი ბირთვული პროგრამა.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ორშაბათს ბრიუსელში ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის წევრებმა, რომელთაც ირანის სახელმწიფოსთან ნავთობის შეძენაზე კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, პირველ ივლისამდე თავი უნდა შეიკავონ მომავალი შენაძენებისგან.

XS
SM
MD
LG