ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელი და აფრიკელი ლიდერები მიგრანტების თემას განიხილავენ


ევროკავშრის და აფრიკის ქვეყნების ლიდერები დღეს სპილოს ძვლის სანაპიროზე სამიტზე ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემები ის პორობლემებია, რომლებსაც ორივე კონტინენტზე დიდი გავლენა აქვს. მათ შორისაა, ეკონომიკური განვითარება, უმუშევრობა, მიგრაცია და მშვიდობა და უსაფრთხოება.

ევროკავშირისა და აფრიკის კავშირის ორდღიან სამიტს აფრიკის კონტინენეტის 55 და ევროპის 28 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩრდილოეთ აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ასობით ათასი მიგრანტი ცდილობს ჩასვლას.

სამიტზე განიხილავენ იმას, თუ როგორ უნდა შემცირდეს უკანონო მიგრანტების გადაადგილება და ამასთან, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყოვეწლიურად ევროპაში ჩასვლის მსურველთა ნაწილის გადარჩენა მოხდეს, რომლებიც საფრთხეებით სავსე მგზავრობისას იღუპებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG