ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთის საგარეო მინისტრი ვაშინგტონშია


მარინა კალიურანდი
მარინა კალიურანდი

ვაშინგტონში ვიზიტი დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა. დახურულ კარს მიღმა უკვე დაიწყო შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან. შეხვედრის წინ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში, ესტონეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა რიგი საკითხების ირგვლივ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოხატეს და პირობა დადეს, რომ ორმხრივი პარტნიორობისთვის მნიშვნელოვან, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პრიორიტეტულ თემებს განიხილავენ, მათ შორის ნატოს მომავალ სამიტს ვარშავაში, უკრაინის სიტუაციასა და სირიის კრიზისის დასარეგულირებლად შეთანხმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას.

ესტონელმა სტუმარმა ჯონ კერის მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისა და კეთილგანწყობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ი გააგრძელებს აქტიურ ჩართულობასა და ლიდერობას მსოფლიო დონის გამოწვევების მოსაგვარებლად, ისევე როგორც პარტნიორების მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG