ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია მარსზე


ოთხშაბათს ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაგზავნილი აპარატის მარსზე დაჯდომა იგეგმება. მისიის მიზანი ე.წ. წითელი პლანეტის ატმოსფეროს შესწავლა და მასზე სიცოცხლის ნიშნების ძიებაა.

Schiaparelli Mars კოსმოსურ ხომალდს Trace Gas Orbiter კვირას გამოეყო. გერმანიაში მდებარე მართვის ცენტრში მათ წარმატებულ დაშორებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ხომალდმა დედამიწიდან შვიდი თვის მანძილზე, 496 მილიონი კილომეტრი იფრინა. ამ ეტაპზე ორივე მარსისკენ სვლას აგრძელებს.

XS
SM
MD
LG