ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა სირიის ხელმძღვანლელობის ნდობა დაკარგა


თურქეთმა სირიის ხელმძღვანლელობის ნდობა დაკარგა

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მოხსენებაში, რომელიც მან გუშინ, პარლამენტარების წინაშე წაიკითხა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა სირიის ხელმძღვანლელობის ნდობა დაკარგა. ერდოღანმა სიტყვიერად შეუტია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა თურქეთ-სირიის ურთიერთობებში.

სირიის ლიდერს, მისმა თურქმა კოლეგამ პირდაპირ-სახელით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავლის შენება არ უნდა მოხდეს უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრის ხარჯზე და რომ ასადი თავადვე გადაიხდის სამაგიეროს საკუთარი ქმედებებისთვის.

ერდოღანმა მიუთითა, რომ ისტორიას ყოველთვის ემახსოვრება სისხლიანი ლიდერები და რომ ასადი ამ ლიდერებს შორის მოხვდება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ რაც პრო-ასადის მხარდამჭერებმა გასულ შაბათს სირიაში განლაგებულ დიპლომატიურ მისიებზე მიიტანეს იერიში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ფაქტის შემდეგ სირიის ოპოზიციური ნაციონალური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. დღემდე, ანკარა ამ ფაქტის გამო ბოდიშს და დამნაშავეების დასჯას თხოვს დამასკოს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სელჩუკ უნალი აცხადებს, რომ ანკარამ თანხმობა განაცხადა სირიის ოპოზიციური ნაციონალური საბჭოს ოფისი თურქეთის დედაქალაქში გაიხსნას და რომ მათ სირიელებს მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება ურჩიეს.

ანკარამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სირიის ოპოზიციას საშუალება მისცა თურქეთში ეწარმოებინა ოპერაციები. ოქტობერში, სტამბოლში ჩატარდა კიდეც შეხვედრა, რომელზეც სირიის რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ეროვნული საბჭო დააფუძნა.

კორესოპნდენტი სემი იდიზი, რომელიც თურქული გაზეთის „მილიეთისთვის“ წერს თურქულ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს.

„თურქეთი დღეს აცხადებს, რომ სირიის ოპოზიციას არ ამარაგებს იარაღით, თუმცა ანკარა მას შეკრების ადგილს აძლევს. ახლა დავუთოღლუ სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ხვდება. ვფიქრობ, რომ თურქეთი ამით მხოლოდ საინტერესო თამაშს თამაშობს და უკვე თვლის რომ ასადის მმართველობის დღეები დათვლილია.“

თურქეთის მზარდი კავშირები სირიის ოპოზიციასთან, და დამასკოს წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო ზეწოლა, ოფიციალურ ანკარას მნიშვნელოვან გზავნილს აძლევს, რომ ასადის რეჟიმის დასასრული მოახლოებულია. თუმცა ამ ეტაპზე, პოლიტიკური ანალიტიკოსები დარწმუნებული არ არიან-ამ დასკვნით ეტაპზე რა როლს შეასრულებს თურქეთი.

XS
SM
MD
LG