ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები იერუსალიმის სტატუსი და ტერორიზმთან ბრძოლა იყო.

ერდოღანი თურქეთის პირველი პრეზიდენტია ბოლო 59 წლის განმავლობაში, რომელიც ვატიკანს ესტუმრა. თუმცა, ეს პაპის და ერდოღანის პირველი შეხვედრა არ იყო. ისინი 2014 წელს სტამბოლში შეხვდნენ ერთმანეთს.

ვატიკანში გამგზავრებამდე, ერდოღანმა განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკესთან სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, ისლამოფობიასა და იერუსალიმის სტატუსზე აპირებდა მასთან საუბარს.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.

როგორც ერდოღანმა, ასევე პაპმა შეშფოთება გამოთქვეს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ ეს გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეაფერხებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG