ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალდებულო პირბადის ტარება, ჯარიმები - საქართველოში კოვიდრეგულაციები მკაცრდება


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციის გათვალისწინებით, ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება. ნიღბის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ღია სივრცეში, ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ა.შ.

ამასთან, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. შეზღუდული რჩება კვების ობიექტების მუშაობა 00:00-05:00 საათამდე პერიოდში.


„გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

საბჭომ, რეგულაციები ქვეყნის ვიზტოებისთვისაც განსაზღვრა - „საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოსვლისას, პირებზე, რომლებსაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, საზღვრის კვეთისას გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც 2 დოზით აცრილ პირებზე.“

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 450 149 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 403 762 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6128 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 42 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2 552 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 641 პირი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG