"ემის" დაჯილდოების ცერემონია - 2024
ლოს-ანჯელესში, პრესტიჟული ამერიკული სატელევიზიო ჯილდოს - "ემის" გადაცემის საზეიმო, 76-ე ცერემონია გაიმართა. ყველაზე მეტი, 18 "ემი" გადაეცა სერიალს "სიოგუნი". ფოტოგალერეაში რამდენიმე გამარჯვებული ფილმისა თუ ტელეგადაცემის შემქმნელ ჯგუფს ნახავთ.
1
სერიალ "სიოგუნის" გადამღები ჯგუფი. ფილმმა 17 სხვა ჯილდოსთან ერთად, საუკეთესო დრამატული სერიალის პრიზი აიღო.
2
ფილმის "ეშმაკობები" გადამღები ჯგუფი იღებს პრიზს საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალისთვის.
3
ანა სავაიმ და ჰიროუკი სანადამ "ემი" აიღეს ქალისა და მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში "სიოგუნი".
4
"ემის" გამარჯვებულები კომედიური სერიალიდან "დათვი": ჯერემი ალენ უაიტი "ემის" მფლობელი გახდა მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის (მარცხნივ), ლიზა კოლონ-ზაიასი და ებონ მოს-ბაჩრაქი კი - ქალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.