ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის მიწოდება სირიის ოპოზიციისთვის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაგმო სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდების პერსპექტივა

საფრანგეთი მზადაა ბრიტანეთთან ერთად სირიელი მეამბოხეების შეიარაღება დაიწყოს, მიუხედავად იმისა რომ სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებაზე ევროკავშირის ემბარგო მოქმედებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორენ ფაბიუსის განცხადებით, პარიზი და ლონდონი მარტის ბოლომდე ევროკავშირისგან სპეციალური შეხვედრის ჩატარებას მოითხოვენ, რომელზეც ემბარგოს მოხსნის საკითხი განიხილება.
მინისტრმა მიანიშნა, რომ ევროკავშირის სხვა წევრების უარყოფითი დამოკიდებულება ხელს ვერ შეუშლის საფრანგეთს და ბრიტანეთს იარაღის მიწოდება დაიწყონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაგმო სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდების პერსპექტივა, რაც მისი თქმით საერთაშორისო კანონებს ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG