ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები უკრაინაში


წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 36%-ზე მეტი მოაგროვა

უკრაინის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს, თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმათა მხოლოდ ერთი მესამედია დათვლილი.

წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 36 პროცენტზე მეტი მოაგროვა. მისმა საპარლამენტო მოკავშირე კომუნისტურმა პარტიამ კი 15 პროცენტი.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კიდევ უფრო გააძლიერებს ვიქტორ ინაუკოვიჩის ძალაუფლებას, რომელიც დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა პოლიტიკური ოპონენტის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო.

ტიმოშენკოს პარტიამ ხმათა 20 პროცენტი მიიღო. წარმატებული გამოდგა კრივში მსოფლიო ჩემპიონის ვიტალი კლიჩკოს პოლიტიკური დებიუტი, რომლის პარტიას უკრაინელების 12 პროცენტი მისცა ხმა.

როგორც უკრაინელი პოლიტოლოგი ოლექსეი ჰარანი აცხადებს: „პარლამენტის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, რომელთა გადაბირებას მმართველი პარტია შეეცდება.“

საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადების თანახმად, არჩევნები გარკვეული დარღვევებით მიმდინარეობდა, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა.
XS
SM
MD
LG