ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები 2021 - განახლებადი ინფორმაცია


ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველად მონაცემებს აქვეყნებს.

ამ მონაცემებით თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ხმების 45.5% აქვს, ენმ-ის კანდიდატს ნიკა მელიას 34.13%, ხოლო პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას - 8.97%. ამ დროისთვის, თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 320 უბანი, რაც 41.61%-ია.

***

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული 3 743 უბნიდან დათვლილია 1 446 უბნის მონაცემები. პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 48.56%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31.23%;
  • გახარია-საქართველოსთვის - 6.87%
  • ლელო - 2.6%
  • ევროპული საქართველო - 1.82%;

***

ცესკოს პირველადი მონაცემებით თბილისში რუსთავში და ბათუმში ოპოზიციური პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. შედეგები ასე გამოიყურება.

რუსთავი:

  • დავით კირკიტაძე (ენმ) - 44.53%
  • ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) - 44.34%

ქუთაისი:

  • ხატია დეკანოიძე (ენმ) - 43.75%
  • იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) - 41.86%

ბათუმი:

  • გიორგი კირთაძე (ენმ) - 42.34%
  • არჩილ ჩიქობავა (ქართული ოცნება) - 41.49%

****

თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებიდან ოქმების საოლქო კომისიებში გადაგზავნის პროცესს აჭიანურებს.

"მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, თავი დაანებოს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას და შეეგუოს იმას, რომ ის კარგავს ძალაუფლებას, საარჩევნო კომისიებს თავისუფალი არჩევანის გაფორმების შესაძლებლობა მისცეს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ხვალინდელი დღე მისცეს“, - ამბობს თამარ კორძაია.

***

ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა ხორციელდება. პაპუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლვევის დაწყებისკენ მოუწოდა.

***

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ პირველივე ტურში დაახლოებით 15 რაიონში ვერ მოიგო სადაც მეორე ტურები გაიმართება.

"არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური. ეს არ იქნება რაიონების ნახევარი, მაგრამ შესაძლებელია იყოს 10-15-ში. ეს არ იქნება 2-3, მაგრამ არც 30. თუმცა, იქნება რაიონები და გიდასტურებთ, რომ რამდენიმე და არაერთი, მეორე ტური იქნება, შეიძლება ეს 10-ზე მეტიც იყოს, მაგრამ ეს არ იქნება 20-ზე მეტი. რაც შეეხება თბილისში, ეგზიტპოლის შედეგებით, არის 51%-ზე ცოტა მეტი. 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით არაფერი შეგვიძლია ვთქვათ, გადაჭრით ამაზე საუბარი არ შეგვიძლია,"- ამბობს მდინარაძე

****

***

ირაკლი კობახიძის განცხადება:

"გვინდა გაგაცნოთ არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო ოქმების მიხედვით. საუბარია ოფიციალურ ოქმებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საარჩევნო უბნებიდან. როგორც დღეს დავაანონსეთ, ეს მონაცემები განთავსებულია შესაბსამის პორტალზე elections2021.ge, რომლის ნახვა შეძულია ნებისმიერ მოქალაქეს. ამ პორტალზე დაახლოებით 10 წუთიანი ინტერევალებით განახლდება ინფორმაცია უახლოეს საათებში, საბოლოო ჯამში, 2-3 საათში სრულად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია არჩევნების შედეგების თაობაზე. ამ ეტაპზე ჯერ არის წარმოდგენილი თბილისის შედები გამომდინარე იქიდან, რომ ქალქებში უფრო მეტი დრო სჭირდება შედეგების დათვალას,"- გნაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტია ქართული ოცნების ოფიში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ მათი "მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა დაახლოებით „იმედის“ და „გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს"

***

სამივე ეგზიტპოლის მიხედვით „ოცნება“ ლიდერობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:56 0:00

****

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით "Edison Research"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.

"Edison Research"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით "პარტიებს შორის პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 46%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 33%;
  • „საქართველოსთვის“ - 6%;
  • „ევროპული საქართველო“ - 2%;
  • „ლელო“ - 2%;
  • „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%;
  • „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1%;
  • „მოქალაქეები“ - 1%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 1%;
  • „დროა“ - 1%;
  • „გირჩი“ - 1%;
  • „მოძრაობა ხალხისთვის“ - 1%.

"Edison Research"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით თბილისის მერობის კანდიდატების მაჩვენებლები ასე გადანაწილდა.

  1. კახა კალაძე - 44%
  2. ნიკა მელია - 40%
  3. გიორგი გახარია - 7%

***

ცოტა ხნის წინ "მთავარმა არხმა" "იფსოს გლობალის" ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

"იფსოს გლობალის" ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებით თბილისის მერობის კანდიდატების მონაცემები

  • 40.5% - კახა კალაძე
  • 39.9% - ნიკა მელია
  • 8.9% - გიორგი გახარია

"იფსოს გლობალის" ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებით პოლიტიკური პარტიების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:

  • „ქართული ოცნება“ - 38.5%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 31.9%;
  • გიორგი გახარია - საქართველოსთვის -7.7 %;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4.8%;
  • „ლელო“ - 3,7%;
  • ანა დოლიძე - „ხალხისთვის“ – 2.3%;
  • „გირჩი“ – 2.2%;
  • „მოქალაქეები“ – 1.3%;
  • ევროპული საქართველო - 1%;
  • სხვა პარტიები - 6.6%

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ”IPSOS-გლობალმა" თბილისის მასშტაბით 2500 ამომრჩეველი გამოკითხა.

***

00:16 განცხადება ცესკოში

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით სპეციალური საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებზე არასწორია, - ამის შესახებ ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"აღვნიშნავთ თუ იარსებებს ისეთი ოქმები, რომლებიც შეიცავენ ხარვეზს, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქნება სათანადოდ შესწავლილი“, - განაცხადა გოგისვანიძემ.

არჩევნები დასრულდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:59 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG