ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა


ავღანეთის არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფი აცხადებს რომ შაბათის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საეჭვოდ გამოიყურება.

ავღანეთის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფონდის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად შემოვიდა უამრავი განცხადება გაყალბების შესახებ.

ამის ფონზე ნატოს უშიშროების ძალები აცხადებენ რომ დაფიქსირდა არჩევნებთან დაკავშირებული 300- თავდასხმა თუ შეტაკება.

როგორც ავღანეთის არჩევნების გასაჩივრების კომისია აცხადებს , საარჩევნო პუნქტები გვიან გაიხსნა, სარეგისტრაციო ბარათები დანიშნულებისდა მიხედვით არ იყო გამოყენენული, ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას უკანონოდ იღებდნენ, უხარისხო მელნით ხდებოდა კენჭისყრა.

კომისიამ იქვე აღნიშნა რომ ჯერ არ გამოცხადებულა არჩევნების შედეგები, მაგრამ გვიან შაბათს თითქმის 4-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო არჩვენბეში მონაწილეობა. გასულ წელს საპრეზიდენტო არჩვენბეში 6-მა მილიონმა ადამინამა მიიღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG