ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქებების სერია განხორციელდა


დაიღუპა 70-მდე ადამიანი, დაჭრილია ათობით ერაყელი

ერაყში მეამბოხეთა რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც 70 ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა. დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

ორშაბათის თავდასხმებზე, რომელშიც ავტომობილების აფეთქება და თვითმკვლელ ტერორისტთა მიერ მოწყობილი იერიშები შედის, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არავის აუღია.

ქალაქ მოსულიში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ოთხი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 29 ადამიანი ემსხვერპლა.

ერაყის ცენტრალურ ნაწილში ბაზართან ორი ავტომობილი აფეთქდა, რომლის დროსაც 22 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. თავდასხმა უმეტესად შიიტებით დასახლებულ ადგილებში მოხდა.
XS
SM
MD
LG