უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დღეს გამთენიისას რვა უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 16 დაიჭრა. ეს მსხვერპლი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავებაზე მიუთითებს.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, სამი ჯარისკაცი სეპარატისტების მიერ წარმოებულ დაბომბვას ემსხვერპლა, ხოლო ხუთი კი ლუგანსკში ნაღმზე აფეთქდა. უკანასნელი თვის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი დანაკარგია, რომელიც უკრაინის არმიამ ერთ დღეში განიცადა.
მეამბოხეები მძიმე არტილერიას განსაკუთრებით სვიტლოდარსკსა და გორლივკაში იყენებდნენ. ეს ორი ქალაქი დენოცკს ესაზღვრება, რომელიც დღემდე სეპარატისტების ხელშია.
თებერვალში რუსეთს, უკრაინას, საფრანგეთსა და გერმანიას შორის დადებული ზავის თანახმად, მებრძოლ მხარეებს მძიმე შეიარაღება ფრონტის ხაზიდან უნდა გაეყვანათ. შეთანხმების ორივე მხარე არღვევს. გაეროს ინფორმაციით, 2014 წლის აპრილში უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 6,500-ზე მეტი ადამიანია მოკლული.