ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქის სასამართლო პროცესი ჭიანურდება


მუბარაქის პროცესის შესახებ გაჩნდა მოსაზრება ავგუსტო პიონოჩეტის საქმის მსგავსებასთან დაკავშირებით

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესის გადადების ფაქტმა ბევრ ეგვიპტელს გაუჩინა აზრი იმის შესახებ რომ, სამართლიანი გადაწყვეტილება არასდროს იქნება მიღებული.

ჰოსნი მუბარაქის შემდეგი სასამართლო პროცესი 8 ივნისისთვის ჩაინიშნა. მის წინააღმდეგ საქმის განხილვა საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.

განმეორებითი პროცესი რომელიც ივნისისთვის გადაიდო, ეხება ბრალდებას, მის საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების დახოცვასთან დაკავშირებით.

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ისინი დამატებით მტკიცებულებებს წარმოადგენენ. თუმცა გაჭიანურებულმა სასამართლო განხილვებმა წარმოშვა კითხვა იმის თაობაზე, თუ როდის და როგორ დასრულდება 85 წლის ექს ლიდერის პროცესი.

მუბარაქის საქმის განხილვა ორი წლის წინ 11 აგვისტოს დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მას ბრალი წარედგინა იმასთან დაკავშირებით რომ მან ვერ შეძლო დემონსტრანტების მკვლელობა შეეჩერებინა. ამ წლის დასაწყისში საქმეზე განმეორებითი განხილვა დაინიშნა.

საქმის გაჭიანურებამ ბევრი გააღიზიანა. ოპონენტები კვლავ წარადგენენ მასალებს მის წინააღმდეგ, თუმცა მომხრეები მუბარაქის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოელიან.

თუმცა აქვე არსებობს მოსაზრებები პროცესის დასრულებასთან დაკავშირებითაც. მისი გასამართლების სურვილი ხალხს ახლა უფრო ნაკლებად აქვს, ვიდრე პროცესის დაწყების დროს.

პროფესორი სეიდ სადეკი მუბარაქის საქმეს ჩილეს ყოფილი დიქტატორის ავგუსტო პინოჩეტის პროცესს ადარებს, როდესაც მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე არასაკმარისი მტკიცებულებებით მიმდინარეობდა და ამ მხრივ წარუმატებლად დასრულდა.

საიდ სადეკი: აქ იყო იმის განცდა რომ, ეგვიპტის ლიდერის საწინააღმდეგო პროცესიც ჩილეს დიქტატორის მსგავსად უნდა წარმართულიყო-დაუსრულებელი პროცესი, გადაწყვეტილების და საბოლოო განაჩენის გარეშე, რომელიც ჩილეს დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ დაიხურა, რითაც დამატებითი პრობლემების თავიდან აცილება მოხდა.

მისი რწმენით, ეს პრობლემები შესაძლოა მუბარაქის მთავრობის ყოფილ წევრებს შეეხოს. სადეკის აზრით, ურჩევნიათ რომ დავიწყებას მიეცეს მათი ნამოქმედარი არამხოლოდ რევოლუციის დროს არამედ მუბარაქის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებებიც.

საიდ სადეკი: მე არ ვგულისხმობ იმას, რომ მუბარაქი ხალხს საკუთარი ხელებით აწამებდა. პირიქით, მას სჭირდებოდა თავის ხალხი, ოფიციალური პირები და თუ ამ ხაზს მიყვებით მაშინ ცხადი გახდება თუ ვინ რისი გამკეთებელი იყო უშიშროების სტრუქტურებში.

თუმცა, ამ ეტაპზე მუბარაქის მხოლოდ სასამართლო პროცესიც კი შესაძლოა მნიშვნელოვან მონაპოვრად ჩაითვალოს. იგი ერთადერთი ყოფილი ლიდერია, რომელსაც „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ ასამართლებენ.
XS
SM
MD
LG