ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ქრისტიანების უფლებები ილახება


რამდენიმე თვის წინ, ქაიროში მდებარე კოპტურ საკათედრო ტაძარში კოპტების ახალი პაპის არჩევას ზეიმით შეხვდნენ

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ახლა ტაძრის გარშემო ნაგავი ყრია და ყოველ ბაჯიჯზე ჩანს ქრისტიანებისა და მუსლიმების წინააღმდეგ მომხდარი ძალაფობის ფაქტების კვალი.

ზოგიერთი ქრისტიანი სინანულით იხსენებს რევოლუციამდელ დროს, როცა მათ საკუთარი აღმსარებლობისთვის არ დევნიდნენ. შედარებითი სიწყნარე ეგვიპტის სათავეში ისლამისტების მოსვლამდე იყო.

მაგდი ვაიდა კოპტი ქრისტიანია:

„ასეთი რამ წარსულში არ ხდებოდა და ქვეყანში ასეთი დაპირისპირებები არავის ახსოვს. ამას გავლენა ექმება არა მხოლოდ ქრისტიანებსა და მუსლიმებზე, არამედ მთლიანად ქვეყანაზე. რაც ხდება არასწორია. ჩვენ ერთი ერი, ერთი ქვეყანა ვართ.“

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეგვიპტეში უსაფრთსოების ზომების შესუსტება, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ისლამისტების გაძლიერება რელიგიური ტოლერანტობის გაქრობას იწვევს.

იუსეფ სიდომი კოპტების უფლებების დამცველია:

„ეს მოვლენები არა მხოლოდ ქრისტიანების, არამედ მუსლიმების დიდი ნაწილის შეშფოთებას იწვევს.“


პოლიტოლოგი ჰიშამ კასემი აცხადებს, რომ ეგვიპტელები ნელ-ნელა გონს მოდიან.

„ექსტრემიზმი ბევრია ადამიანის გაღიზიანებას იწვევს. ადამიანები ხედავენ, რომ არ არსებობს ძალადობის არანაირი საჭიროება. ასეთი დაპირისპირებები მათი მდგომარეობის გაუმჯობესესბას ხელს არ უწყობს, პირიქით. უახლოეს მომავალში გამოსავალი მხოლოდ კანონის უზენაესობის დაცვაა.“

მოსახლეობის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობა ვერ ახერხებს კანონის უზენაესობის შენარჩუნებას. კოპტების პაპმა ტავადროსმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი მოჰამედ მორსი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის მუდამ დაპირებებს იძლევა, ხოლო ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.

იმის შიში, რომ მთავრობას არ შეუძლია ან არ სურს ქრისტიანების დაცვა, ზოგიერთ მორწმუნეს უკიდურესობისკენ უბიძგებს:

„არის ხალხი, რომელიც საკუთარ იმედგაცრუებას და განსაცდელს ხმამაღლა აცხადებს. ასევე უამრავი ადამიანი ქვეყანას სამუდამოდ ტოვებს.“

ქრისტიანების წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული კამპანია ზოგიერთს იმასაც აფიქრებინებს, რომ შეიძლება კოპტებსაც იგივე ბედი ელით, რაც ეგვიპტეში მაცხოვრებელ ერთ-ერთ უმცირესობას მოუვიდა 1950-1960-ან წლებში. კასემი ამბობს:

"ქაიროს კონოთეატრებში ფილმიგადიოდა სახელწოდებით „ეგვიპტის ებრაელებზე.“ ფილმი იმ ებრაელებზე მოგვითხრობს, რომლებიც იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. ეგვიპტელების დიდ ნაწილი არ სურს ერთ მშვენიერ დღეს მსგავსი შინაარსის ფილმი გამოვიდეს სახელწოდებით „ეგვიპტის ქრისტიანებზე.“

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ ეგვიპტეში 8 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს, მთავრობას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ პრობლემას თავი გაართვას და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა უფრო აქტიურად დაიწყოს.
XS
SM
MD
LG