ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში რეფერენდუმის შედეგებს არ ეთანხმებიან


რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით, კონსტიტუციის შეცვლას ამომრჩეველთა 56-მა პროცენტმა მისცა ხმა

ეგვიპტელი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ჩატარებულმა რეფერენდუმის პირველი რაუნდმა უხეში დარღვევებით ჩაიარა და ის თავიდან უნდა გაიმართოს.

ისლამისტური მოძრაობა მუსლიმთა საძმო პრეზიდენტ მუჰამედ მორსის უჭერს მხარს, რომელსაც კონსტიტუციის შეცვლა სურს. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით, კონსტიტუციის შეცვლას ამომრჩეველთა 56-მა პროცენტმა მისცა ხმა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ რეფერენდუმის შედეგები გაყალბებულია. მათი თქმით, უამრავი ამომრჩეველი არასწორად იქნა სხვა ადგილზე გადამისამართებული და საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად არა ავტორიზებული პირები იყვნენ დაფიქსირებული, რომლებიც ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG