ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში დაპირისპირება გრძელდება


ეგვიპტის ლიბერალურმა ოპოზიციურმა კოალიციამ უარყო რეფერენდუმის გამართვის გეგმა

ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ უფლება მისცა შეიარაღებულ ძალებს შაბათს დაგეგმილი რეფერენდუმის დროს ის სამოქალაქო პირები დააკავონ, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნიან.

ეგვიპტის ლიბერალურმა ოპოზიციურმა კოალიციამ უარყო რეფერენდუმის გამართვის გეგმა, რომელმაც ახალ კონსტიტუციას უნდა უყაროს კენჭი. ლიბერალები აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ახალი ვერსია მორსის ისლამისტი მოკავშირეების მიერ არის დაწერილი.

კვირას გაკეთებულ განცხადებაში ეროვნული ხსნის ფრონტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუცია სათანადოდ არ ასახავს ეგვიპტელი ხალხის ინტერესებს.
კოალიცია მოუწოდებს ეგვიპტელებს, რეფერენდუმის წინააღმდეგ მასობრივი აქციები გამართონ. დამკვირვებლების აზრით, კონსტიტუცია სავარაუდოდ დამტკიცდება, რადგან მუსლიმთა საძმოს მოძრაობა მხარდამჭერების უპირატესობით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG