ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში აქციები გრძელდება


ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ არაერთხელ გააფრთხილა მომიტინგეები, რომ რამადანის დასრულების შემდეგ მთავრობა აქციებს დაშლიდა

ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მხარდამჭერები საპროტესტო დემონსტრაციებს აგრძელებენ და პრეზიდენტის პოსტზე მის დაუყოვნებელ აღდგენას ითხოვენ. მთავრობამ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ თუ ისინი არ დაიშალებიან, სამოქალაქო წესრიგის აღდგენის მიზნით, მთავრობა მათ ძალით დაშლის.

ქაიროში ორი მუდმივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 3 ივლისის შემდეგ, როცა ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა პრეზიდენტი მორსი ხელისუფლებიდან განდევნეს.

ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ არაერთხელ გააფრთხილა მომიტინგეები, რომ რამადანის დასრულების შემდეგ მთავრობა აქციებს დაშლიდა. დემონსტრაციების მონაწილეები კი ამბობენ, რომ მორსის პრეზიდენტის პოსტზე აღდგენამდე დაშლას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG