ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაციები ქაიროში


მუსლიმთა საძმო მოსახლეობას პრეზიდენტის დაცვისკენ მოუწოდებს

ეგვიპტის საფონდო ბირჟაზე 10 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა პირველად მას შემდეგ, რაც პრეზიდნეტმა მოჰამედ მორსიმ ძალაუფლება გაიფართოვა და შედეგად ქვეყანაში მღელვარება დაიწყო. თუმცა, მუსლიმთა საძმო მორსის მხარდასაჭერად მოსახლეობას მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს. მუსლიმთა საძმოს, რომელიც პრეზიდენტ მორსის დასაყრდენი პარტიაა, იმედი აქვს, რომ მოსახლეობას ქუჩაში გამოიყვანს და ამით მორსის ძალაუფლებას გააძლიერებს.

თუმცა, ქაიროში დემონსტრაციები არ წყდება პრეზიდენტ მორსის წინააღდეგ. დღეს დილით, თაჰრირის მოედანზე დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს პოლიციას. საპასუხოდ უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სამშაბათისთვის, პრეზიდენტ მორსის მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

პრეზიდენტის საწინააღმდეგო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოჰამედ მორსიმ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მისი ბრძანებულებების სასამრთლოში გასაჩივრება არ შეიძლება.
XS
SM
MD
LG