ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორსიმ საფრანგეთში ვიზიტი გადადო


ეგვიპტეში საპროტესტო დემონსტრაციები ხუთშაბათიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ არეულობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მორსი გერმანიაში იმყოფება ხანმოკლე ვიზიტით, მაშინ როდესაც ეგვიპტეში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი.

ეგვიპტის პრეზიდენტმა გააუქმა პარიზში დაგეგმილი ვიზიტი და გერმანიიდან პირდაპირ სამშობლოში გამგზავრებას გეგმავს.

დღეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ქაიროში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ეგვიპტეში საპროტესტო დემონსტრაციები ხუთშაბათიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ არეულობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მუჰამედ ელ ბარადეიმ თავის მომხრეებს ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდა. ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ ოპოზიციას ჯერ კიდევ კვირას მოუწოდა მოლაპარაკების დაწყება.
XS
SM
MD
LG