ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ინაუგურაცია შედგა


ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა

მუჰამედ მორსი ეგვიპტის პრეზიდენტია. ქაიროს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ გამართული ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ეგვიპტისთვის დღეს ისტორიული თარიღია. ქვეყანაში პირველად აირჩიეს სამოქალაქო სტატუსის მქონე პრეზიდენტი. ისლამისტური პარტიის წარმომადგენელმა ექს-პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი შეცვალა, რომელიც სამხედრო ძალაუფლების სიმბოლო იყო და ქვეყანას მთელი 30 წლის განმავლობაში მართავდა.

გუშინ მუჰამედ მორსი თაჰრირის მოედანზე შეკრებილი ათობით ათასი მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რევოლუციონერთა სისხლი ფუჭად არ დაღვრილა და ქვეყანაში ნანატრი თავისუფლება დამკვიდრდება. დღეს მან ქაიროს უნივერსიტეტში ეგვიპტელ ახალგაზრდებს მიმართა და მათ სამხედრო ხელისუფლებისგან თავისუფალ, ნათელ მომავალს დაპირდა.

XS
SM
MD
LG