ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეს პრემიერ მინისტრის მოადგილე გადადგა


ეგვიპტეს პრემიერ მინისტრის მოადგილე გადადგა

ეგვიპტეს პრემიერ მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებსა და კოპტ ქრისტიანებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

სახელმწიფო მედიას ჰაზემ ელ ბაბლავის გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია. თუმცა, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, მან თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ არ ეთანხმება მეთოდებს, რომლითაც სახელმწიფომ კოპტების დემონსტრაციას გაართვა თავი. ბაბლავის ეგვიპტეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაც ეკავა.

დაპირისპირება კოპტ ქრისტიანებსა და ეგვიპტეს უშიშროების ძალებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კოპტებმა სახელმწიფო ტელევიზიის წინ დემონსტრაცია გამართეს და ეგვიპტეს სამხრეთში ეკლესიის დაწვა გააპროტესტეს.

XS
SM
MD
LG