ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა ეგვიპტეში


ძალადობა ეგვიპტეში
ძალადობა ეგვიპტეში

ეგვიპტეს პოლიციამ ქაიროში ათობით ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც კოპტ ქრისტიანებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინციდენტის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ დაკავებული ადამიანები ქრისტიანები არიან თუ მუსლიმები.

კოპტი ქრისტიანები ცოტა ხნის წინ ეკლესიის დაწვას აპროტესტებდნენ, რაც მოგვიანებით სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ გამართულ ამბოხებაში გადაიზარდა.

სახელმწიფო მედიის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტი საგანგებო სხდომას მართავს, რომელზეც ქაიროში არსებული მდგომარეობა განიხილება. ასევე დაწესებულია კომენდანტის საათი.

XS
SM
MD
LG