ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჰუმან რაითს ვოჩის“ კრიტიკა


ეგვიპტის სასამართლომ 43 ადამიანს ხუთ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩი“ ეგვიპტის სასამართლოს აკრიტიკებს. მიზეზი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების 43 თანამშრომლის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გახდა. სასამართლომ გუშინ დაადგინა, რომ დაპატიმრებული პირები საზღვარგარეთიდან მიღებულ თანხებს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად იყენებდნენ. მათ ამის გამო ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. „ჰუმან რაითს ვოჩი“ აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენი უსამართლოა და ის არღვევს თავისუფლების გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება ეგვიპტელებმაც გააპროტესტეს.
ერთერთი ეგვიპტელი ახალგაზრდის თქმით, მისი ორი მეგობარი ფრიდომ ჰაუსის ოფისში მუშაობდნენ და ყოველთვე იღებდნენ ხელფასს. თუმცა არანიარ უკანონო საქმიანობას არ ეწეოდნენ და თავიანთი სამუშაოს კოორდინაციას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ახდენდნენ.
XS
SM
MD
LG