ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელი სუფისტები მუჰამედის დაბადებას მაინც აღნიშნავენ


People stand outside Al Rawdah mosque, where a bomb exploded, in Bir Al-Abed, Egypt, Nov. 25, 2017.

ეგვიპტეში მცხოვრები სუფისტი მუსლიმები ამბობენ, რომ ისინი განაგრძობენ წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღისთვის მზადებას. მათი თქმით, მომავალ პარასკევს წმინდა დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აუცილებლად აღნიშნავენ, მათ შორის, ეგვიპტეში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრში, ალ-ჰუსეინის მეჩეთში.

ქვეყანაში ამჟამად სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. გასულ კვირას, სინის ნახევარკუნძულზე მდებარე სუფისტურ მეჩეთში შეკრებილ 500-მდე მუსლიმს 30-მდე შეიარაღებულმა პირმა, შეძახილებით "ალაჰ აკბარ," ანუ "ალაჰი დიდია," ცეცხლი გაუხსნა. არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა ცნობილია, რომ სუფისტები რადიკალ ისლამისტ მებრძოლებს ერეტიკოსებად მიაჩნიათ.

მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 300-ზე მეტი და დაიჭრა 130-მდე ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG