ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი ქაიროს ქუჩებში


მოჰამედ მორსის ათასობით მხარდამჭერი ეგვიპტის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის არჩეული ლიდერის დამხობას აპროტესტებდა

დღეს, ქაიროს ქუჩებში განდევნილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის ათასობით მხარდამჭერი ეგვიპტის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის არჩეული ლიდერის დამხობას აპროტესტებდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ჯარისკაცებმა მორსის მომხრეებს ცეცხლი გაუხსნეს. განდევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერები თავდაცვის სამინისტროს მიმართულებგით მოძრაობდნენ. თვითმხილველების ცნობით, მორსის მომხრეები შეტაკებების შედეგად დაშავდნენ.

მორსის მომხრეები შეიკრიბნენ ქაიროს ნასრის უბნის მთავარ მეჩეთშიც, სადაც ისინი სიკვდილამდე პრეზიდენტის დაცვის პირობას დებდნენ.

მორსის მხარდამჭერები გამოვიდნენ ქალაქ ალექსანდრიის ქუჩებშიც.

ქვეყნის ახალმა დროებითმა პრეზიდენტმა ადლი მანსურმა განაცხადა, რომ იმედი აქვს რომ ახალი კონსტიტუციის შექმნისა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესში მოჰამედ მორსის მუსლიმთა საძმო მონაწილეობას მიიღებს. მუსლიმთა საძმოს აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას ურჩევს მოჰამედ ელ-ბარადეიც, რომელიც დროებითი პრემიერ მინისტრის პოსტზე შესაძლო კანდიდატად დასახელდა.

ამ ფონზე, მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელი ისლამ აბდელ რაჰმანი ამერიკის ხმას უცხადებს, რომ მისი ჯგუფი მომავალ პოლიტიკურ პროცესებს ბოიკოტს გამოუცხადებს და რომ მათ არ სჯერათ არანაირი პოლიტიკური პროცესისა, რომელსაც ტანკები, და სამხედრო გენერლები აკონტროლებენ და წარმართავენ. რაჰმანმა დასძინა, რომ ეგვიპტტის კრიზისი პოლიტიკური შეუთანხმებლობის შედეგია, და რომ მუსლიმთა საძმო იმედოვნებს, რომ პროცესის დარეგულირება ძალადობის გარეშე მოხდება.
XS
SM
MD
LG