ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია


ეგვიპტის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქაიროს კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყო მოწყობილი. კვირას ეკლესიაში მომხდარი აფეთქებისას 25 ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტ ფატა ელ-სის თმით, აფეთქებასთან კავშირების ქონისთვის პოლიციამ სამი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავა. პრეზიდენტმა 3 დღე გლოვის დღედ გამოაცხადა.

აფეთქება კვირას, დილის წირვისას მოხდა, როცა ეკლესიაში უმეტესად ქალები იმყოფებოდნენ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

XS
SM
MD
LG