ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეს სამხედრო საბჭო მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის დაწყების მომხრეა


ეგვიპტეს სამხედრო საბჭო მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის დაწყების მომხრეა

ეგვიპტის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, საბჭოთა ყაიდაზე გაწვრთნილი თავდაცვის მინისტრი მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი შაბათს ქაიროს თაჰრირის მოედანზე მივიდა, თუმცა მანქანიდან არ გადასულა. მოედანზე შეკრებილი დეონსტრანტები მუბარაქის გადადგომის მეორე დღეს დემოკრატიული მეთოდებით გარდამავალ პერიოდზე გადასვლას და სამოქალაქო მმართველობის დაწესებას ითხოვდნენ.

ჰარვარდის უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი პოლ ბერანი ამბობს, რომ ამ წუთებადე ტანტავის მმართველობას საზოგადოება დადებითად იღებს, თუმცა მან, რა სიტუაცია ძალიან ფრთხილად უნდა მართოს.

ბერანის განცხადებით, ეგვიპტეში ამ ფონზე მართლაც ხდება თაობათა ცვლა თავად სამხედრო ხელისუფლებაში, რაც კიდევ ერთი გამოწვევაა ტანტავის მმართველობისთვის.

ბერანი: „ტანტავი ეგვიპტელთა უმრავლესობის კეთილგანწყობით სარგებლობს, მათ შორის არიან სამხედროებიც. არამგონია, რომ გენერალი სიტუაციის ასეთ შემობრუნებას ელოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ მას უკვე რამდენიმე კვირაა აფიქრებს მომხდარი და ჯერ არ იცის თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ.“

ამ ეტაპზე, ეგვიპტეს სამხედრო საბჭო მართავს, რომელმაც არაერთი განცხადება გაავრცელა თანამშრომლობის მოწოდებით და ასევე იმის დაპირებით, რომ მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის დაწყების მომხრეა რომელიც ეგვიპტეს დემოკრატიულ საზოგადოებამდე მიიყვანს.

ამ ფონზე, რევოლუციური მოძრაობის ახალგაზრდული ფლანგის კოალიციად წოდებულმა ჯგუფმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც ნათქვამია, რომ დემონსტრანტებმა თაჰრირის მოედანი უნდა დატოვონ და მომავალ პარასკევს შეიკრიბონ, რათა დაღუპულთა ხსოვნას მიაგონ პატივი.

დემონსტრანტთა კიდევ ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს, სანამ კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ არ გაუქმდება, რომელიც ადამიანების დაკავებას ითვალისწინებს სასამართლოს გარეშე.

ვაშინგტონში დაფუძნებული უცხოეთთან ურთიერთობის საბჭოს წარმომადგენელი რობერტ დანინი ამბობს, რომ ამგვარი მოთხოვნა სამხედროებს რთულ სიტუაციას უქმნის:

დანინი: „თუ ვნახავთ რა ხდება დღეს ქაიროს ქუჩებში, ეს კანონი დღეს დამატებით მნიშვნელობას იძენს ვიდრე რამდენიმე დღის ან კვირის წინ. ეს ძალიან ირონიულია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კანონი ძველი რეჟიმის ერთერთი ყველაზე თვალშისაცემი და ცუდი გადმონაშთია. ამიტომაც დღევანდელმა სამხედრო ხელისუფლებამ იგი უნდა გააუქმოს.“

კიდევ ერთი ამერიკელი ექსპერტი ედ ჰუსეინი, რომელიც ისლამისტურ ფუნდამენტალიზმს იკვლევს, ამბობს, რომ ეგვიპტის დღევანდელი პოლიტიკური დინამიკა გამორჩეულია .

ჰუსეინი: „ჯიჰადისტემა წარსულში არაერთი მცდელობა განახორციელეს მუბარაქის დასამხობად. ამ ძალებმა ყველანაირ შესაძლო საშუალებას მიმართეს, მაგრამ ვერაფეს გახდნენ. გასულ კვირას ეგვიპტემ განდის და მარტინ ლუთერ კინგის მოდელზე დაფუძნებული რევოლუციური აღტკინებით მოიგო არაბულ სამყარო. თავისუფლების მოთხოვნით დაწყებულმა მოძრაობამ ყველას დაანახა, რომ არაბები, ისევე როგორც ნებისმიერ ხალხი მსოფლიოში, თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემას ითხოვენ.“

წელს ეგვიპტელები იმედოვნებენ, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, მაგრამ ექსპერტებს ჯერჯერობით წამყვანი კანდიდატების პროგნოზირება უჭირთ.

ომარ სულეიმანი, რომელიც დემონსტრაციების დროს ვიცე-პრეზიდენტად დასახელდა და არაბული ლიგის თავმჯდომარე ამრ მუსა, ორ შესაძლო კანდიდატად სახელდებიან.

საერთაშორისო საზოგადოება ინტერესით ადევნებს თვალს ცნობილი ოპოზიციონრების-ალ ღადის პარტიის ლიდერის აიმან ნურის, გაეროს ბირთვული სააგენტოს ყოფილი მეთაურის-მოჰამედ ელ ბარადეის და მუსლიმთა საძმოს ახალი ლიდერის მოჰამედ ბადის მოღვაწეობას.

ამ ფონზე, საპროტესტო მოძრაობის ერთერთი ორგანზატორი, 30 წლის ვაელ გონიმი უარყოფს რომ ის მოძრაობის ლიდერია და რომ მას პოლიტიკაში მოსვლა აინტერესებს.

და ბოლოს, ანალიტიკოსების განცხადებით, გამორიცხული არ არის უახლოეს მომავალში ეგვიპტეში ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერები გამოჩნდნენ, რომლებიც სოციალური მედიის გამოყენებით დარაზმავენ ხალხს და თავის მხრივ, არჩევნების შედეგებზეც მოახდენენ გავლენას.

XS
SM
MD
LG