ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეონ პანეტა ეგვიპტეში ქვეყნის ლიდერებს ხვდება


ლეონ პანეტა ეგვიპტეში ქვეყნის ლიდერებს ხვდება
ლეონ პანეტა ეგვიპტეში ქვეყნის ლიდერებს ხვდება

დღეს, აშშ თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ეგვიპტეში ქვეყნის ლიდერებს ხვდება ეგვიპტის გარდამავალ პერიოდში არსებული პრობლემების განსახილველად. მოლაპარაკებების თემა, სავარაუდოდ, იქნება ეჭვმიტანილი ებრაელი ჯაშუშის გათავისუფლების საკითხიც.

ქაიროში შეხვედრები მოსდევს პანეტას მოლაპარაკებებს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან.

გუშინ თელავივში გამართული პრეს კონფერენციისას, პანეტამ აღნიშნა, რომ ის დეტალებს ვერ დააკონკრეტებდა ილან გრაპელის საქმეზე. შეგახსენებთ, რომ გრაპელს ამერიკისა და ისრაელის მოქალაქეობა აქვს და ის ივნისის შემდეგ ეგვიპტის ციხეშია დაკავებული.

ოფიციალური ქაირო გრაპელს ისრაელის მოსადის სამსახურთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს, რასაც თავის მხრივ უარყოფს ისრაელი.

XS
SM
MD
LG