ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპატიმრებები ეგვიპტეში დასავლეთის შეშფოთებას იწვევს


დაპატიმრებები ეგვიპტეში დასავლეთის შეშფოთებას იწვევს
დაპატიმრებები ეგვიპტეში დასავლეთის შეშფოთებას იწვევს

შეერთებული შტატები დიდ შეშფოთებას გამოთქვამს ეგვიპტეში მომხდარი დაპატიმრებების გამო. 43 ადამიანს პრო-დემოკრატიული ჯგუფების „არალეგალური დაფინანსებისთვის“ გაასამართლებენ.

მათ შორის 19 ამერიკელი, 5 სერბი, 2 გერმანელი და 3 არაბი მოქალაქეა. მსჯავრდებულთა შორის თავად ეგვიპტელებიც არიან, რომელთა რიცხვს ქაიროს იურიდიული სამსახური არ აზუსტებს. შეერთებული შტატების 19 მოქალაქეს შორის არიან რეი ლაჰუდი, ამერიკის ტრანსპორტის მდივნის ვაჟი და სემ ლაჰუდი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ეგვიპტის ოფისის ხელმძღვანელი.

ჯერჯერობით უცნობია სასამართლო პროცესის დაწყების თარიღი. უცხო ქვეყნის და ეგვიპტის მოქალაქეთა ბრალდებებს შორის „სავალდებულო ლიცენზიის გარეშე ორგანიზაციის მართვა“ სახელდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებით ძალზე შეშფოთებულია და ოფიციალური ქაიროსგან სიტუაცის მეტად გარკვევას მოელის.

XS
SM
MD
LG