ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელმა მოსამართლემ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის სასამართლოს ხელმძღვანელობს, პროცესი 5 სექტემბრამდე გადადო და ამავე დროს მოსმენის ტელევიზიით გადაღება აკრძალა. ამავდროულად, მისი გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის საქმეები ერთ პროცესად გაერთიანდება. მუბარაქის ყოფილი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრს ჰაბიბ ალ-აბდლის და მის 6 მოადგილეს ბრალი ედებათ მშვიდობიანი დემონსტრანტების მოკვლის ბრძანების გაცემაში. ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ქაიროს სასამართლოში საკაცით მიიყვანეს. ის უარყოფს ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მან საპროტესტო გამოსვლების დროს დემონსტრანტების მოკვლის ბრძანება გასცა, რის შედეგადაც 850 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG