ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელებს მუბარაქის სასამართლოს ყურება სურთ


ეგვიპტელებს მუბარაქის სასამართლოს ყურება სურთ
ეგვიპტელებს მუბარაქის სასამართლოს ყურება სურთ

ეგვიპტელმა მოსამართლე მაჰმედ რეფაატმა განაცხადა, რომ ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი სექტემბერში განახლდება. მისივე გადაწყვეტილებით, სასამართლო დახურულ კარს მიღმა შედგება და მისი სატელევიზიო ტრანსლირება არ მოხდება. რეფაატის თქმით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესების დაცვას ემსახურება.

საზოგადოება სასამართლო პროცესის ტრანსლირების დროს გარკვეულ შეზღუდვებს ელოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოწმეების მიერ ჩვენებების მიცემა დაიწყბოდა. ტელეკამერების დაშვების აკრძალვას ბევრი ეწინააღმდეგება, რადგანაც ეს იმ პირობის დარღვევაა, რომლის თანახმადაც მუბარაქის სასამართლო გამშვირვალე პროცესი უნდა ყოფილიყო.

სასამართლო დარბაზში მუბარაქი კვლავ საკაცითშეიყვანეს. მას გამალი და ალაა, საკუთარი შვილები ახლდნენ თან, რომლებმაც მათ წინააღმდეგ წაყენეული კორუფციის ბრალდებები უკვე უარყვეს.

ტრანსლირების აკრძალვის გარდა, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მუბარაქთან ერთად მისი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჰაბიბ ალ ადლის საქმეც მოისმინოს. ამით, სასამართლო პროცესი გაცილებით სწრაფად ჩაივლის, რადგანაც ორივე საქმეში ერთი და იგივე მოწმეები და სამხლები ფიგურირებს. ამ გადაწყვეტილებას მუბარაქის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთნაირად მიესალმებიან.

როგორც მუბარაქს ასევე ადლის ბრალად ედებათ დემონსტაციების მონაწილეების დახოცვის ბრძანების გაცემა, თუმცა ორივე მათგანი ბრალდებას უარყოფს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ორივე მათგანს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

არაბულ სამყაროში აჯანყებების დაწყების შემდეგ, მუბარაქი პირველი ლიდერია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგა. საწოლზე მიჯაჭვული 83 წლის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო დარბაზში გამოჩენამ, რომელიც დარბაზში მყოფი ხალხისგან გალიითაა გამოყოფილი, მისი მხარდამჭერების შეშფოთება გამოიწვია.

ერთ-ერთი მათგანი სელვა ასუბი, რომელიც განაღლების იურისტია ამბობს:

„ის ისე არ მოიქცა, როგორც სირიის პრეზიდენტი ასადი ან ლიბიის ლიდერი კადაფი. ის ღირსეულად გადადგა.“

მაგრამ სასამართლო დარბაზის წინ შეკრებილი ხალხის ნაწილი ასუბის მოსაზრებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ მუბარაქი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ავზი აშურის 13 წლის ვაჟიშვილი იმ 800 ადამიანთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაიღუპნენ.

მისი თქმით:

„სიკვდილით დასჯა და სამართლიანი შურისძიება. ადამიანი, რომლიც საკუთარ ხალხს უღალატებს და საკუთარი ხალხის ხოცვას დაიწყებს, სიცოცხლის ღირსი არ არის.“

მუბარაქის სასამართლო 5 სექტემბერს, რამადანის წმინდა თვის დასრულების შემდეგ განახლდება.

XS
SM
MD
LG