ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ეგვიპტეში საელჩოს უსაფრთხოებას ითხოვს


ისრაელი ეგვიპტეში საელჩოს უსაფრთხოებას ითხოვს

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ეგვიპტის მთავრობასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას ქაიროში ისრაელის ელჩის დაბრუნების შესახებ, მას შემდეგ რაც დემონსტრანტებმა ისრაელის საელჩოზე მიიტანეს შეტევა და ისრაელის დიპპერსონალის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელ-ეგვიპტის მოლაპარაკებები ძირითადად უსაფრთხოების ზომებზეა კონცენტრირებული, რაც ქაიროში ეგვიპტის ელჩის და საელჩოს პერსონალის დასაცავად არის აუცილებელი. ნეთანიაჰუს თქმით, ეგვიპტელი დემონსტრანტები, რომლებმაც საელჩოდან ისრაელის დროშა ჩამოხიეს, ორ მეზობელს შორის მშვიდობას ეწინააღმდეგებიან. ქაიროში მიმდინარე დემონსტრაცია ძალადობაში პარასკევს გადაიზარდა, როდესაც ეგვიპტელთა ნაწილმა საელჩოზე მიიტანეს იერიში და შემდეგ პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა. შეტაკები შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ისრაელის საელჩომ და საელჩოს თანამშრომლებმა ეგვიპტე გუშინ დატოვეს, თუმცა ეგვიპტეში დარჩენილი ელჩის მოადგილე რომელიც ქაიროსთან დიპლომატიურ ურთიერობას ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG