ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიონობით ეგვიპტელმა არჩევანი დააფიქსირა


ოთხშაბათს მილიონობით ეგვიპტელი საარჩევნო ყუთებთან მივიდა თავისი ხმის დასაფიქსირებლად. ამ არჩევნებს ექსპერტები ისტორიულს უწოდებენ, ვინდაიდან პირველად უკანასკნელი 60 წლის მანძილზე საპრეზიდენტო კანდიდატები სამოქალაქო პირები არიან. როგორც ქალაქებში, ისე პერიფერიაშიც საარჩევნო უბნებთან დილიდან რიგები იდგა. სიცხის გამო დღისით ხალხის ნაკადმა იკლო, თუმცა საღამოს ხმის მიცემის მსურველთა რიცხვმა კვლავ იმატა. დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნებმა ყოველგვარი ექსცესებისა და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG