ეგვიპტეში არჩევნები ისევ გრძელდება. ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში და რეგიონალურ ცენტრებში ელექტორატი ხმას რამდენიმე ეტაპად აძლევს. წინასწარი მონაცემებით მომავალ პარლამენტში ისლამისტური პარტიები მყარ ფუნდამენტს იშენებენ.
ქაიროში, ალექსანდრიასა და 7 სხვა პროვინციაში არჩევნების მეორე ტური დღეს და ხვალ ტარდება. ის პარლამენტის 52 ინდივიდუალური წევრის და ქვედა პალატის 498 პარლამენტარის ვინაობას დაადგენს. გასულ კვირაში არჩევნების პირველ რაუნდზე მხოლოდ ოთხი ინდივიდუალური კანდიდატის რაოდენობა გაირკვა. მათ ხმის უმრავლესობა, 50 პროცენტზე მეტი მოიპოვეს.
სპეციალისტების აზრით ეგვიპტის არჩევნები პრაქტიკულად ორი ისლამისტური დაჯგუფების ორთაბრძოლა ხდება. საზოგადოებრივი გამოკითხვებით რეიტინგებს მუსლიმთა საძმოს თავისუფლების და სამართლიანობის პარტიასთან ერთად ულტრა-კონსერვატიული სალაფისტ ნურის პარტია ლიდერობს.