ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი მუბარაქს ცვლილებისკენ მოუწოდებს


დასავლეთი მუბარაქს ცვლილებისკენ მოუწოდებს
დასავლეთი მუბარაქს ცვლილებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის და შეერთებული შტატების ლიდერებმა ეგვიპტეს ხელისუფლებას ძალაუფლების სწრაფი და მოწესრიგებული გადაცემის პროცესისკენ მოუწოდეს. კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც გუშინ ეგვიპტის პრეზიდენტმა მუბარაქმა განაცხადა, რომ შემდეგი ვადით კენჭისყრას აღარ აპირებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მას სურს რომ ეგვიპტეში ძალაუფლების გადაცემა დაუყოვნებლივ და ძალადობის გარეშე დაიწყოს. განცხადება გააკეთა, ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მისი თქმით ეგვიპტეში ხელისუფლების ტრანზიცია უნდა იყოს მშვიდობიანი და ის დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მისი თქმით ტრანზიციის შედეგად ეგვიპტეში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამის შედეგი კი უნდა იყოს დემოკრატიული მთავრობის არჩევა, რომელიც ეგვიპტელი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული იქნება. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ის ესაუბრა ეგვიპტის ლიდერს და ცვლილებისკენ მოუწოდა, რომელშიც ეგვიპტის ოპოზიციის ფართო სპექტრი უნდა მონაწილეობდეს. განცხადება გაავრცელა ევროკაშირის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმაც. მისი თქმით, ეგვიპტის ხელისუფლებამ ძალაუფლების ტრანზიციის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG