ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს


ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში არჩევნების წინ მომხდარი დიდი არეულობის შედეგად სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატმა ამის გამო შეაჩერა თავისი წინასაარჩევნო კამპანია.

ქუჩის ბრძოლები ოთხშაბათ საღამოს დაიწყო, როდესაც თავს დაესხნენ სამხედრო მთავრობის წინააღმდეგ შეკრებილ მომიტინგეებს.

მიტინგზე შეკრებილი მუსულმანები მედგრად დაუხვდნენ უცნობ თავდამსხმელებს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს. თვითმხილველთა განცხადებით შეტაკების ადგილზე სროლის ხმაც ისმოდა.

რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ სამხედრო მთავრობამ ჯარისკაცები და ჯავშანიანი მანქანები გააგზავნა მხარეების დაშორების მიზნით.

XS
SM
MD
LG