ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების მოტივი უცნობია


ეგვიპტის დედაქალაქის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ აფეთქებაში სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, ქაიროში გამთენიისას მომხდარი აფეთქება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით განხორციელებულმა იერიშმა გამოიწვია.

თავდამსხმელების მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური წყაროები ტერორიზმთან კავშირს არ ადასტურებენ, თუმცა პარალელურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს “მენა” ინფორმაციით, ხელნაკეთი ბომბები ღამის კლუბში სამმა მოტოციკლეტისტმა შეაგდო. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ინციდენტი თანამშრომლებს და სტუმრებს შორის მოხდა. ამ უკანასკნელთ მოგვიანებით ღამის კლუბის შესასვლელი დაბომბეს. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელი კლუბის თანამშრომელი იყო, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს.

XS
SM
MD
LG