ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში, კოპტური ეკლესიების აფეთქებებს 44 ადამიანი ემსხვერპლა


ეგვიპტეში, ორ კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. კვირას, ბზობაზე შეკრებილ მომლოცველთაგან, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

პირველი აფეთქება ჩრდილოეთის ქალაქ ტანტაში მოხდა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, წმინდა გიორგის ეკლესიაში, ბზობის კვირის მსახურებაზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ 27 ადამიანი იმსხვერპლა და 78 დაჭრა. ტელევიზიის ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა სკამის ქვეშ იყო დამალული.

ცოტა ხნის შემდეგ, ალექსანდრიაში, კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა. სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა 41 დაიჭრა.

აფეთქებების შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ, ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG