ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა


ქაიროში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა
ქაიროში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში საპროტესტო დემონსტრაციაზე რელიგიური შუღლის შეწყვეტის მოთხოვნით. აქციის მონაწილენი რეფორმების გაგრძელებას და პალესტინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას.

მიტინგის ჩატარების მიზეზი ქრისტიან კოპტებსა და კონსრვატორ მუსლიმებს შორის მიმდინარე დაპირისპირება გახდა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დემონსტრაციის მონაწილენი პალესტინურ დროშებს აფრიალებდნენ ამ ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად.

ხალხი ჰოსნი მუბარაქის მთავრობის ყოფილი წევრების დაპატიმრებას ითხოვდა. თავად ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე უკვე დაკითხეს პროკურორებმა კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით.

ჰოსნი მუბარაქს და მის მეუღლეს 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სანამ ამომწურავ პასუხებს არ გასცემენ გამოძიების შეკითხვებზე.

XS
SM
MD
LG