ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველო ღირებული მეგობარი და დასაყრდენი პარტნიორია“


Dominika and Bartek Mieczkowski, A recently-married couple from Poland, embrace near grills covered with "love locks" on a walkway which leads to the Pont de Arts over the River Seine in Paris, France.
Dominika and Bartek Mieczkowski, A recently-married couple from Poland, embrace near grills covered with "love locks" on a walkway which leads to the Pont de Arts over the River Seine in Paris, France.

„ამერიკის ხმის“ სარედაქციო წერილი, რომელშიც ასახულია შეერთებული შტატების მთავრობის 4 მარტით დათარიღებული ოფიციალური პოზიცია

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. ამერიკის ორივე ლიდერმა მიულოცა პრემიერს საქართველოს წარმატება მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის გამო. ქართველები ახალი პრეზიდენტის ასარჩევად საარჩევნო უბნებზე 2013 წლის ოქტომბერში წავიდნენ. მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნები 62 პროცენტის უპირატესობით მოიგო. ეს ყველა ქართველისთვის, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ მიზანსწრაფვისთვის საქმეში ისტორიული დღე იყო.

პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს სთხოვეს გაეგრძელებინა მუშაობა საქართველოს ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმ მიზნით, რომ კანონის უზენაესობა კიდევ უფრო დაწინაურდეს და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია მოხდეს. დამატებითი საარჩევნო რეფორმები მომავალი კანდიდატებისთვის და არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების გარანტი იქნება.

საქართველო შეერთებული შტატებისთვის ღირებული მეგობარი და მსოფლიოს გამოწვევებით სავსე რეგიონალურ და გლობალურ პრიორიტეტებში დასაყრდენი პარტნიორია. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ობამამ გამოხატა ამერიკის ღრმა პატივისცემა საქართველოს მიერ ავღანეთში, ნატოს მისიაში შეტანილი წვლილისთვის და პატივი მიაგო ქართველი ჯარისკაცების და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მსხვერპლს.

პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს სამომავლო ნაბიჯები იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს. მათ შორის, ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკაში ვაჭრობის და ინვესტიციების გაღრმავების საკითხებზე.

პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდნტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მათ დაარწმუნეს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იმაში, რომ ქართველ ხალხს ამერიკისგან ურყევი მხარდაჭერა აქვს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებშიც და პირობა მისცეს მას, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ახალი ქართული მთავრობის მხარდაჭერას პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების განხორციელების გზაზე.
XS
SM
MD
LG