ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაჭრობა ინტერნეტით


ამჟამად ონლაინ ვაჭრობა ამერიკის შიდა ვაჭრობის 10 პროცენტს შეადგენს

ამერიკელი მომხმარებლის მზარდი რაოდენობა ინტერნეტზე ვაჭრობს. ეკონომისტები აცხადებენ, რომ ეს ტენდენცია მალე სხვა ქვეყნებზეც მსგავსი მასშტაბებით გავრცელდება. ამეჟამად ონლაინ ვაჭრობა ამერიკის შიდა ვაჭრობის 10 პროცენტს შეადგენს.

ლინ შანერმა ქორწილისთვის საჭირო ყველა ნივთი და საშობაო საჩუქრები მეუღლისა და ქალიშვილისთვის ინტერნეტით იყიდა. სურსათის გარდა, ნავაჭრი საქონლის 90 პროცენტზე მეტს ის ინტერნეტის მეშვეობით ყიდულობს.

„ძალიან მომწონს ის, რომ ყველაფერი, რასაც ვყიდულობს სახლში ფოსტით მომდის. ამით, არ მჭირდება მანქანით სადმე წასვლა, ხმაურიან და ხალხმრავალ ადგილებში სიარული. გარდა ამისა, ინტერნეტით არცევანიც უკეთესია.“

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკაში ონლაინ ვაჭრობამ რეკორდულ მასშტაბებს ნოემბერსა და დეკემბერში მიაღწია. ამერიკელების 57 პროცენტი აცხადებს, რომ ამ პერიოდის მანძილზე მინიმუმ ერთი ნითვთი აქვს ინტერნეტით შეძენილი.

ტრადიციული მაღაზიები კი შიშობენ, რომ ონალინ კომერციის ასეთი ტემპით განვითარება მათ ბიზნესს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი ედ მაკლაფლინი ამბობს, რომ ეს შიში საფუძველს მოკლებული არ არის.

„ყველაფერი რისი გაყიდვაც ინტერნეტით შეიძლება, ინტერნეტით გაიყიდება. ამას უბრალოდ რაღაც დრო სჭირდება.“

მაკლაფლინის თრქმით, ტრადიციული მაღაზიების უპირატესობა ტანისამოსის გაყიდვაში იქნება. მომხმარებელს ყოველთვის ენდომება მივიდეს მაღაზიაში, მოიზომოს ტანსაცმელი და ისე იყიდოს. ტრადიციულ მაღაზიებს უპირატესობის შენარჩუნება ასევე შეუძლიათ ისეთი საქონლის ბაზარზე, რომლის ფოსტით გაგზავნაც რთული ან შეუძლებელია. მაღაზიებს შეუზლიათ მომხმარებლებს უკეთესი სერვისი და პროფილაქტიკური მომსახურება შესთავაზონ.

ორგანიზაცია შოპერთოქის დამფუძნებელი ბილ მარტინი ამბობს, რომ გარდა ზემოთ თქმულისა, ადამიანების დიდ ნაწილს ვაშრობის სოციალური ასპექტიც იზიდავს.

„ჯერ ისევ დიდი დატვირთვა ენიჭება ემოციას, რომელიც მაღაზიაში მისვლით ჩნდება. ადამიანებს ხშირად სჭირდებათ ის კიდევ ერთი დამადასტურებელი შეხება ან დეტალური დაკვირვება, ვიდრე ფულს გადაიხდიან და რაიმე ნივთსს იყიდიან. ამის საშუალებს ინგერნეტ გაჭრობა რა იძლევა.“

მარტინის თქმით, ტრადიციულ მაღაზიებს ის უპირატესობაც აქვთ, რომ მათ მომხმარებლისთვის საქონლის მიტანა გაცილებით სწრაფად შეუძლიათ. მაღაზიები, ხშირად საკმაოდ ჭკვიანურ სტრატეგიას ახორციელებენ - მაგალითად, ინტერნეტით საკუთარ ვებ გვერდებს უწევებნ რეკლამას, ხოლო ვებ გვერდზე კი მომხმარებელს მაღაზიაში წასასვლელად შეღავათებს სთავაზობენ.

ელექტრონული კომერცია ტრადიციულ მაღაზიებს ზიანს აყენებს, თუმცა „ფედ ექსსა“ და „იუ პი ესს“ შემოსავალს მნიშვნელოვნად უზრდის. დანა კალინი „იუ პი ესის“ მენეჯერია. ის ამბობს, რომ ონალინ ვაჭრობის მომატების კომპანია გაცილებით დატვირთულია, ვიდრე საშობაო სეზონის დროს წინა წლებში:

„წელს, 20 დეკემბრს, რომელიც წლის ყველაზე დატვირთული დღეა 28 მილიონ ამანათს გადავზიდავთ. შარშანდელთან შედარებით, ეს რაოდენობა 1 მილიონითაა გაზრდელი.“

„იუ პი ესი“ იმდენად გადატვირთული განრიგით მუშაობს, რომ სადღესასწაულო სეზონზე კომპარნიამ 55 ათასი დროებითი მუშა ხელი დაიქირავა ამანათების ადრესატებამდე მისატანად.

ეს ამანათები ისეთ ადამიანებთან მიდის სახლებში, როგორიც ლინ შანერია. იმ ფონზე, რომ ამერიკასა და მსოფლიოში ინტერნეტისა და ეგრეთ წოდებული „ჭკვიანი ტელეფონების“ გამოყენება სტაბილურად მატულობს, ონლაიან კომერციას დიდ მომავალს უქადიან.
XS
SM
MD
LG