ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს მასპინძლობს


ევროკავშირი მხარს უჭერს თავისი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მიიღეს.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტს ბრიუსელი მასპინძლობს და მასში საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობენ.

სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში. „სამიტის მონაწილეები კვლავ ვალდებულებას იღებენ გააძლიერონ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები”, ნათქვამია დეკლარაციაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG