ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრა ბირმაში


ეპიცენტრის გარშემო მდებარე რეგიონები ძირითადად ღარიბი დასახლებებია

ბირმის ჩრდილოეთ ნაწილში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული.

ამერიკის გეოლოგიური კვლევების ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 6.8 ბალი იყო. ეპიცენტრი ქალაქი მანდალაიდან 117 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და ის დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრიდან გამომდინარე, სუსტი ბიძგები ბანკოკში, ტაილანდის დედაქალაქშიც დაფიქსირდა.

ეპიცენტრის გარშემო მდებარე რეგიონები ძირითადად ღარიბი დასახლებებია, სადაც საკომუნიკაციო სისტემები ცუდად მუშაობს. ამის გამო, ვერ ხერხდება ზარალის მასშტაბებზე ინფორმაციის დადასტურება.
XS
SM
MD
LG