ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწის დღე


გარემოს დამცველები მთავარ ყურადღებას კლიმატურ ცვლილებებზე ამახვილებენ

დღეს, 22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ტრადიციას 1970 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ გარემოს დამცველები ამ დღეს დედამიწის პირველყოფილი ბუნების მაქსიმალურ შენარჩუნებას და ადამიანთა მიერ მიყენებული ზიანის შემცირებას უძღვნიან.

წელს გარემოს გამცველები მთავარ ყურადღებას კლიმატურ ცვლილებებზე ამახვილებენ. ქალაქ ვაშინგტონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა დედამიწის დღე განსაკუთრებულად დაბინძურებული მდინარე ანაკოსტიის გამწმენდ სამუშაოებს დაუთმოს. ეროვნულ მოლზე სტუდენტური კონკურსი მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვის და გაუმჯობესების თემაზე წლის საუკეთესო პროექტს გამოავლენს.
XS
SM
MD
LG